თამაზ ჭილაძის რომანი, „აჰა, მიიწურა ზამთარი“, ვფიქრობთ, ძალიან ნიშანდობლივი დასაწყისია, რადგან როდესაც ვლაპარაკობთ ქართული მწერლობის ნოვატორობაზე, ერთ-ერთი უპირველესი ამ შემთხვევაში გაგვახსენდება სწორედ თამაზ ჭილაძე. ეს არის ავტორი, რომლის სახელსაც უკავშირდება ევროპეიზმის ტენდენციების დამკვიდრება ქართულ ლიტერატურაში, რომანი „აჰა, მიიწურა ზამთარი“ 1965 წელს არის დაწერილი. ამ თარიღზე პოეტი და ფილოლოგი ქეთევან შენგელია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. სწორედ მას ეკუთვნის რომანის ახალი გამოცემისათვის დაწერილი წინასიტყვაობა, სადაც წერს, რომ საინტერესოა ეპოქა, როცა ეს ნაწარმოები შეიქმნა. მისი თქმით, ქართული ლიტერატურა ამ პერიოდისათვის უკვე შეჩვეული იყო ადამიანის მიერ ქვეყნისთვის, საქმისთვის ან მოყვასისთვის ჩადენილ „საამაყო“ ქმედებებს. ლიტერატურის მთავარი გმირი ხალხისთვის მისაბაძი პიროვნება უნდა ყოფილიყო.